თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სასრაფოს მანქანა ტროტუარზე მუშებს დაეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს უთხრა გარდაცვლილია ერთ მუშა, ხოლო 12 ადამიანი დაშავებულია.

დაშავებულები გადაყვანილები არიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ბექველში, რეგიონულ ჰოსპიტალში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და ღუდუშაურში. სასწრაფოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge