ეროვნული ბანკი თიბისი ბანკში პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის ფუნქციონირებაზე

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ თიბისი ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა და გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.

პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. უწყებაში არ ამბობენ, რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს ბანკიდან ინფორმაცია, თუმცა განმარტავენ, რომ დოკუმენტები ომეგა ჯგუფის საქმეს არ ეხება. ბანკის პრესსამსახურში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.