ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოება წელს უკვე 33-ედ უმასპინძლებს ASC Awards-ს, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნავენ ოპერატორების ღვაწლს კინოსამყაროში.

ერთ-ერთ ნომინაციაში Spotlight Award წელს ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძეა წარდგენილი, რომელიც მუშაობდა ზაზა ხალვაშის ფილმზე ნამე. მის მთავარ კონკურენტებად კი განიხილებიან ფილმების Girl და The Rider ოპერატორები.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ფილმის ოპერატორი ამ ჯილდოზე წარადგინეს, 2017 წელს ესპანელი ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ფილმისთვის სხვისი სახლი ამ ჯილდოს მფლობელი გახდა.

რაც შეეხება ნამეს, საქართველოს სახელით ის ოსკარზე, უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად იყო გაგზავნილი, თუმცა, საბოლოოდ, ის მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა.

დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება.