საფრანგეთში, კოკა-კოლას ქარხანაში 50 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნარკოტიკები სამხრეთ ამერიკიდან შემოსულ კონტეინერს ჩამოჰყვა და ფორთოხლის წვენის კონცენტრატებს შორის ჩამალულ ჩანთებში იყო მოთავსებული.

370 კილოგრამის კონფისკაციით, ოპერაცია საფრანგეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

აღნიშნული ქარხნის თანამშრომლების საქმეში მონაწილეობა არ დასტურდება.

"გამოძიების პირველმა ელემენტებმა აჩვენა, რომ თანამშრომლები საქმეში არ მონაწილეობენ" - განაცხადა ადგილობრივ მედიასთან კოკა-კოლის რეგიონალურმა პრეზიდენტმა ჟან დენის მალგრასმა.

მიჩნეულია, რომ 1886 წელს, ჯონ პემბერტონის მიერ შექმნილი კოკა-კოლის ორიგინალური ფორმულა კოკაინის ნაწილაკებს შეიცავდა.

მსგავსი ფაქტი საფრანგეთში, ბოლოს 2015 წლის აპრილში მოხდა. სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში, იახტით 250კგ კოკაინის შეტანას აპირებდნენ.