ეს რემი მალეკია

მაყურებელმა ის სემ ისმაილის სერიალიდან Mr. Robot გაიცნო

თუმცა, ყველაზე დიდი აღიარება და პირველი ოქროს გლობუსი ფრედი მერკურის როლმა მოუტანა ფილმში Bohemian Rhapsody

აი, რემი და თავისი კუთვნილი ჯილდო

შესაძლოა, მსახიობს წლევანდელი ცერემონია გამარჯვებით დაამახსოვრდეს, თუმცა მის ფანებს გაცილებით მეტი მიზეზი აქვთ

მაგალითად, დაუვიწყარი იყო ის მომენტი, როდესაც მორიდებული რემი მალეკი ლედი გაგასთან მისალმებას ცდილობს და საბოლოოდ ამ ნაბიჯს დგამს

კიდევ უფრო დასამახსოვრებელი იყო Bohemian Rhapsody-ის გამარჯვების შემდეგ სცენაზე ასული რემი მალეკი, რომელიც ნიკოლ კიდმანთან კონტაქტის დამყარებას ყველა ხერხით ცდილობს

როგორც ხედავთ, რემი ისეთივე მორიდებულია ვარსკვლავებთან შეხვედრის დროს როგორებიც ჩვენ ვიქნებოდით