პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. უწყებაში არ ამბობენ, რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს ბანკიდან ინფორმაცია. ბანკის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხზე არ საუბრობენ.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბანკიდან "გარკვეული ინფორმაცია" გამოითხოვეს და ამოიღეს.

პროკურატურის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. მათივე თქმით, საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ. უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტები "ომეგას საქმეზე" არ ამოუღიათ.