8 იანვარს პეკინში დაწყებით სკოლას თავს დაესხნენ. Associated Press ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის დროს სულ მცირე 20 ბავშვი დაშავდა.

სამ ბავშვს აქვს სერიოზული დაზიანებები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. Reuters წერს, რომ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ცივი იარაღი ჰქონდა.

სკოლა პეკინის ერთ-ერთ მსხვილ რაიონში, სიჩენში მდებარეობს. სასწავლო დაწესებულებაში 2 500-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება და 200-მდე მასწავლებელი მუშაობს. თავდასხმების გამო ჩინეთის ბევრ სკოლაში უსაფრთხოება გაძლიერებულია.