საფრანგეთში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა გუნდური ჩემპიონობა მოიპოვა.

გუნდური პირველობა ნაკრებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით შეძლო:

  • დავით ჩხარტიშვილი (55კგ)- ოქროს მედალი;
  • რამაზ ზოიძე (66კგ)- ოქროს მედალი;
  • გიორგი მელია (96კგ)- ოქროს მედალი;
  • ზვიად პატარიძე (120კგ)- ოქროს მედალი;
  • ნუგზარ წურწუმიამ (50კგ)- ბრინჯაოს მედალი;

რამაზ ზოიძე ზედიზედ მეორე წელია მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იცავს, ზვიად პატარიძე კი ზედიზედ მეოთხე წელია მსოფლიო ჩემპიონობას არ თმობს.

საქართველოს ნაკრები გუნდური შედეგებით შარშანაც ჩემპიონი გახდა. წლევანდელი საუკეთესო სამეული საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ქულების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • საქართველო 51 ქულა;
  • რუსეთი 40 ქულა;
  • ირანი 34 ქულა;