15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა. რუსთავი ბაგა-ბაღების გაერთიანების ცნობით, თავისუფალი დასწრების შემდეგ აღსაზრდელებს 7 საპატიო გაცდენის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ.

"იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე. დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით", — ნათქვამია რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსით, იგივე ღორის გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია On.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

დაავადებათა კონტროლის 7 იანვრის ინფორმაციით, 100 ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსი 256 ადამიანს დაუფიქსირდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 21-ით ნაკლებია. გამყრელიძის განმარტებით, ლაბორატორიულად H1N1-ის, იგივე ღორის გრიპის 158 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 შემთხვევა H3N2-ის.

გაზრდილი მოთხოვნის გამო ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს დეფიციტი შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქებს მედიკამენტის დამატებითი მარაგი გადასცა. ტამიფლუ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება: PSP, ავერსი, GPS და ფარმადეპო.

ამავე თემაზე: