სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული მსახიობი კევინ სპეისი გუშინ სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა.

მოსმენა შტატ მასაჩუსეტსის ქალაქ ნანტუკეტის საოლქო სასამართლოში გაიმართა. სწორედ ნანტუკეტში მოხდა ის დანაშაული, რომელშიც ოსკაროსან სპეისის ადგილობრივი მკვიდრი ადანაშაულებს.

აღნიშნული საქმეში ერთ-ერთი მოწმე ჟურნალისტი ჰეზერ უნდოა, რომელიც მსახიობს მის შვილზე ძალადობაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ბიჭი 18 წლის იყო, როდესაც ოსკაროსანმა მსახიობმა მასზე იძალადა.

"მან ჩემი შვილი წვეულებაზე დაპატიჟა, მაგრამ ამის ნაცვლად ბარში წაიყვანა, სადაც სასმელი უყიდა, შემდეგ კი შარვალში ხელი ჩაყო და მის გენეტალიებს ეხებოდა. გრცხვენოდეთ იმისთვის, რაც ჩემს შვილს გაუკეთეთ, ეს კრიმინალია", - ამბობს ჟურნალისტი.

პროცესის დაწყებამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსახიობს ბრალს წაუყენებდნენ, თუმცა მოსამართლემ შემდეგი პროცესი 4 მარტს ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ პირველი, ვინც სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ენტონი რეპი იყო. მსახიობის თქმით, ეს შემთხვევა 1986 წელს მოხდა, როცა ის 14, ხოლო კევინ სპეისი კი 26 წლის იყო.