მანამ, სანამ ფანები სელენა გომეზის ახალ ალბომს ელიან, ის ცხოვრების ნორმალურ წესს ნელ-ნელა უბრუნდება.

ამერიკელი ვარსკვლავი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის ცენტრის დატოვების შემდეგ, ხშირად ჩნდება მეგობრებთან ერთად. თუმცა სადაც არ უნდა მიდიოდეს, ლაშქრობებზე, სავარჯიშოდ, თუ სავახშმოდ, ის მუდამ პაპარაცების ობიექტივშია.

ცოტა ხნის წინ, ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოსული გომეზი პაპარაცებმა ბალენსიაგას ჯემპრში დააფიქსირეს. თუმცა იმავე კვირას, იგივე მოდელის ჰუდი ეცვა ჰეილი ბიბერს. რომელიც სელენას ყოფილ შეყვარებულზე, ჯასტინ ბიბერზეა დაქორწინებული.

მუქი ნაცრისფერი ზედების მოდელებს შორის მცირე განსხვავებაა.

ჯემპრი, რომელიც სელენას აცვია, ონლაინ მაღაზიაში $1 050 ღირს, ხოლო ჰუდის ფასი, რომელიც ჰეილიმ მოირგო — 950 დოლარია.