სახელმწიფო 68 კომპანიამ 2017 წელი 562,937 მლნ ლარის ოდენობის ზარალით დაასრულა. ეს ინფორმაცია 2018 წლის ფისკალური რისკების ანალიზში წერია, რომელიც მთავრობამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს დაურთო.

2012-2017 წლებში მხოლოდ 2012 წელია გამონაკლისი, როცა ეს კომპანიები ჯამური შემოსავლებით მოგებაზე გავიდნენ.

ფოტო: ფისკალური რისკების ანალიზი

"აღსანიშნავია, რომ ზარალი გამოიწვია აუდიტორული კომპანიის მიერ აქტივების ჩამოფასების ოპერაციამ. კონკრეტულად, საქართველოს რკინიგზის შემთხვევაში აუდიტორული კომპანია KPMG-ს მიერ ფუჭ აქტივად იქნა აღიარებული 382,6 მლნ ლარის 2010-2012 წლებში წარმოებული მშენებლობა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაში 250,1 მლნ ლარის", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის ინფორმაციით, თუ ეს "ფუჭი აქტივები" გათვალისწინებული იქნება მონაცემებში, მაშინ 68 კომპანიის ჯამური მოგება 70,6 მლნ ლარი იქნება.