Game of Thrones, Euphoria, Watchmen, Big Little Lies — არასრული ჩამონათვალია იმ სერიალებისა, რომელსაც HBO მაყურებელს 2019 წლის სატელევიზიო სეზონზე შესთავაზებს.

არხმა ახლახან პირველი პრომო ვიდეო გაავრცელა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი შოუების კადრებისგან არის აწყობილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინ დიდი თავგადასავლები გველოდება.

როგორც პრომოში ხედავთ, წინ ჩვენი საყვარელი სერიალების ძალიან ამაღელვებელი მომენტები გველოდება. ვხედავთ, როგორ ჩადის დრაკონების დედოფალი ვინტერფელში და ხვდება სანსა სტარკს, ასევე ვხედავთ როგორ გრძელდება Big Little Lies-ის მთავარი პერსონაჟების ცხოვრება.

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ HBO-ს სერიალების 2019 წლის სეზონს.