ოქროს გლობუსი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება. უცხოური პრესის ასოციაცია უკვე 76 წელია ამ პრიზს გადასცემს კინოხელოვნებაში მოღვაწე პროფესიონალებს და მათ ღვაწლს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

გაინტერესებთ რომელმა ფილმმა, სერიალმა და მსახიობმა მიიღო, ან ვერ მიიღო ყველაზე მეტჯერ ეს ჯილდო? მაშინ სწორ ადგილას მოხვდით

ყველაზე ბევრი, 31 ნომინაცია აქვს მერილ სტრიპს

ყველაზე მეტი ჯილდო მიღებული აქვს ლა ლა ლენდს - საერთო ჯამში ფილმმა შვიდ ნომინაციაში გაიმარჯვა

ყველაზე მეტი ნომინაცია მიღებული აქვს HBO-ს სერიალს დიდი პატარა ტყუილები. სერიალმა სულ ექვსი ნომინაცია მიიღო

ყველაზე მეტჯერ ოქროს გლობუსზე ნომინირებული მსახიობი კაცი კი ჯეკ ნიკოლსონია. მსახიობი სულ 17-ჯერ წარადგინეს ამ ჯილდოზე

ტელევიზიის ისტორიაში კი ყველაზე მეტი ნომინაცია კეროლ ბუნეტს აქვს, საერთო ჯამში - 13

ნომინაციის გარდა, ყველაზე მეტჯერ ოქროს გლობუსი მერილ სტრიპმა მოიგო, საერთო ჯამში მას რვა ჯილდო აქვს

ყველაზე მეტჯერ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ელია კაზანმა გაიმარჯვა. მას ოთხი ოქროს გლობუსი აქვს

ყველაზე მეტჯერ ნომინირებული რეჟისორი კი სტივენ სპილბერგია. ის 12-ჯერ იყო წარდგენილი ოქროს გლობუსზე

ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული ენიო მორიკონეა. კომპოზიტორი 87 წლის იყო როდესაც The Hateful Eight-სთვის დაწერლმა მუსიკამ ჯილდო მოაგებინა

ერთ წელს ორი ოქროს გლობუსი მოგებული აქვთ - ქეით უინსლეტს, ჰელენ მირენს, ჯოან პლორაითსა, სიგურნი უივერს