სანდრა ბულოკს ამიერიდან სანტა კლაუსი შეგვიძლია დავუძახოთ!

მსახიობმა Bird Box-ის მსახიობებს შობაზე განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ფილმის გადაღების დროს ჯგუფს შობის დღესასწაულის აღნიშვნა გადასაღებ მოედანზე მოუწია.

"გაოგნებული ვიყავი იმით, თუ როგორი ორგანიზებულია სანდრა. გასული წლის შობას გადასაღებ მოედანზე შევხვდით სრულიად განსხვავებული მრწამსისა და ტრადიციების ადამიანები, მაგრამ ერთი საერთო გვქონდა - სანდრამ აბსოლუტურად ყველას გაგვიკეთა საჩუქარი. ყველა გაოგნებული იყო იმით, თუ როგორ მოახერხა ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავაად, ყველასთვის შესაფერისი საჩუქრის ყიდვა", - ამბობს მსახიობი დანიელა მაკდონალდი.

ნეტფლიქსის ჩიტის ყუთი, სანდრა ბულოკის მონაწილეობით, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და ყურებადი ფილმი გახდა.

სტრიმინგ სერვისის მონაცემებით, ფილმს გამოსვლიდან ერთ კვირაში 45 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.