დღეს დიდი დღეა - უცხოური პრესის ასოციაცია წელს უკვე 76-ედ გასცემს ოქროს გლობუსს. წითელი ხალიჩა, ვარსკვლავები, მოლოდინები და აპლოდისმენტები, საინტერესო შოუ დღეს თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება, წითელი ხალიჩა კი 3-ზე.

ჩვენ უკვე ვიცით ნომინანტების ვინაობა და საკუთარი ფავორიტებიც გვყავს, ვიცით ისიც, რომ წელს საინტერესო სანახაობა გველის, რადგან შოუს წამყვანები შეუდარებელი სანდრა ო და ენდი სემბერგი არიან, ნომინაციის წარმდგენებად კი ყველასათვის საყვარელი მსახიობები მოგვევლინებიან.

მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის შოუს დაწყებას, გთავაზობთ იმ რესურსების ჩამონათვალს, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ოქროს გლობუსის ცერემონიას და გაიგოთ ყველა საინტერესო დეტალი.

მაშ ასე, პირველი რა თქმა უნდა On.ge-ს ფეისბუქ გვერდია, სადაც მართალია ლაივი არ იქნება, მაგრამ უმოკლეს დროში დაიდება ფოტომასალა წითელი ხალიჩიდან, ყველაზე ადრე გაიგებთ გამარჯვებულების ვინაობას და საინტერესო ფაქტებს შოუს მსვლელობის დროს.

რაც შეეხება პირდაპირ ეთერს, წითელი ხალიჩა ზუსტად ღამის სამ საათზე დაიწყება ოქროს გლობუსის ფეისბუქ გვერდზე.

ასევე, წითელი ხალიჩისა და შოუს ყურება შეგიძლიათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ასე რომ, მოიმარაგეთ სასუსნავები და ერთად ვუყუროთ ოქროს გლობუსის 76-ე ცერემონიალს.