ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, აფთიაქებს ანტივირუსული პრეპარატის, ტამიფლუს საკმარისი მარაგი არ აქვთ და სწორედ ამიტომ, გაფართოვდა იმ რისკ ჯგუფების რიცხვი, რომლებზეც სამინისტრო უფასოდ გასცემს ამ მედიკამენტს. სერგეენკოს თქმით, აფთიაქებსაც უწყება მოამარაგებს:

"თუკი ჯანდაცვის სამინისტრო გასცემდა მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის უფასოდ ამ მედიკამენტს, ახლა ამით ისარგებლებენ არა მხოლოდ ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, ისინი, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის რამე დაავადება, დიაბეტი, ონკოლოგია თუ სასუნთქი სისტემის დაავადებები. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს მთელი საქართველოს მასშტაბით".

ინფორმაციას, თუ რომელ აფთიაქში იქნება, შეგიძლიათ მიიღოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან - 15 05.

გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია — რეკომენდაციები