მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ორსულებისთვის, ანტივირუსული მედიკამენტი ოსელტამივირი (ტამიფლუ) უფასოდ გაიცემა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება. ორსულებისთვის ტამიფლუს გასაცემად აუცილებელია ფორმა #100 და იმავე ფორმაში მისი ორსულობის სტატუსის დაფიქსირებაც.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატ ტამიფლუთი ანტივირუსული მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში დაიწყოს. მისივე თქმით, მედიკამენტი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს პაციენტმა, შესაბამისად, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ოჯახის ექიმთან მიმართვა.

ასევე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს პრეპარატ ტამილუს გაცემას ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის (ან მათი ოჯახის წევრზე) ექიმისგან და/ან კლინიკისგან სამედიცინო ფორმა #100-ის წარმოდგენით.

გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია — რეკომენდაციები