საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს სულ 11 067 ხანძარი მოხდა, მათ შორის 112 ტყეში, 1 510 კი ველებსა და პურეულის მასივებში.

გასულ წელს მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება მოახდინეს 54 750 ინციდენტზე, 22 448 სამაშველო მოქმედება ჩაატარეს, გადაარჩინეს 1 330 ადამიანი და 113 შინაური ცხოველი.

ერთ-ერთი ბოლო ტყის ხანძარი საქართველოში ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რასაც მეხანძრეები ორი დღის განმავლობაში აქრობდნენ. სექტემბერში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილ ხანძრს კი ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე ემსხვერპლა.