ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018-ში საქართველოში 4 756 820 ტურისტი შემოვიდა, რაც 687 466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორებისგან განსხვავებით, ტურისტებში მოიაზრებიან ისინი, რომლებიც 24 საათი და მეტი ჩერდებიან ქვეყანაში.

ტურიზმის ადმინისტრაციამ დღეს, 4 იანვარს წლიური სტატისტიკის პრეზენტაცია გამართა. მათი ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 8 679 544 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 9,8 პროცენტით მეტია.

ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით, 7,6 პროცენტია, რაც წინა წელთან შედარებით 19 პროცენტით მეტია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდა:

  • ესტონეთი — +80%;
  • სლოვაკეთი — +62%;
  • რუმინეთი — +59%;
  • ნიდერლანდები — +56%;
  • გერმანია — +50%;
  • ლატვია — +50%;
  • ჩეხეთი — +44%;
  • პოლონეთი — +37;
  • საფრანგეთი — +36%;
  • გაერთიანებული სამეფო — +31%;
  • იტალია — +30%.

სხვა ქვეყნები

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კორეის რესპუბლიკიდან (+112%), ჩინეთიდან (+75%), ბელარუსიდან (+43%), ისრაელიდან (36%), ქუვეითიდან (+34%), ყაზახეთიდან (+25%) და აშშ-დან (+25%). არაევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • აზერბაიჯანი — 1 424 610;
  • რუსეთი — 1 404 757;
  • სომხეთი — 1 268 886;
  • თურქეთი — 1 098 555;
  • საქართველო (არარეზიდენტი) — 476 389;
  • ირანი — 291 070;
  • უკრაინა — 177 058;
  • ისრაელი — 156 922;
  • პოლონეთი — 66 903;
  • გერმანია — 64 486;
  • ბელარუსი — 60 241;
  • ყაზახეთი — 58 955;
  • საუდის არაბეთი — 51 879;
  • ინდოეთი — 50 910;
  • აშშ — 41 863.