4 თებერვლიდან კომერციული გაზის ტარიფი 0.805 თეთრიდან 0.86 თეთრამდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია შპს ყაზტრანსგაზ-თბილისმა გაავრცელა.

კომპანიის ცნობით, ტარიფის ზრდის მიზეზი ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაა.

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისში განმარტავენ, რომ კომპანია ბუნებრივი გაზს დოლარში ყიდულობს, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ლარში ახდენს.

"დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს ყაზტრანსგაზ-თბილისმა დაფაროს, როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი", — განმარტავენ კომპანიაში.

ყასტრანგაზ-თბილისის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ კომერციულ მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი.