ქართველი ჩოგბურთელი ნომერ პირველ ჩოგანთან ორთაბრძოლაში 2:1 დამარცხდა. დოჰაში გამართული ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან 6:4, 3:6, 4:6 ანგარიშით დამარცხდა.

თამაში ქართველი ჩოგბურთელისთვის კარგად დაიწყო. ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეტოქეზე უპირატესობა პირველივე სეტში მოიპოვა, თუმცა ჯოკოვიჩმა თამაშში დაბრუნება მალევე შეძლო და მეორე და მესამე სეტი საგრძნობი უპირატესობით მოიგო.

ბასილაშვილი 1795 ქულით ATP-ს რეიტინგში 21-ე ადგილზეა, თუმცა 7 იანვარს რეიტინგები განახლდება და ქართველი ჩოგბურთელი მეოცე ადგილზე გადავა.

ნახევარფინალამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ჩოგბურთელს, ანდრეი რუბლევს შეხვდა, რომელსაც ორ სეტში დამაჯერებლად (6:3, 6:4)მოუგო.