ირაკლი კობახიძეს სურდა იურიდიულ კომიტეტში არ ვყოფილიყავი — ეკა ბესელია
ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია ტელეკომპანია იმედთან სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს რომ თანამდებობის დატოვებაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია აგვისტოში ჰქონდა.
"მას [ირაკლი კობახიძეს], ზარდიაშვილსაც და ალბათ, კიდევ სხვასაც სურდათ იურიდიულ კომიტეტში არ ვყოფილიყავი, სამწუხაროდ, ეს ასე იყო. მე არ ვაპირებდი ამ კომიტეტის დატოვებას. თუ ეს ახსენეს საჯაროდ, ამაზე საუბარი მაშინაც სასამართლოს პროცესებს უკავშირდებოდა".
ეკა ბესელიას განცხადებით, პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილება, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევაზე "სადამსჯელო გადაწყვეტილებაა". მისივე მტკიცებით, ფოფხაძე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პროცედურების დაცვით აირჩიეს:
"ბევრად უფრო ადრე იყო საუბარი გედი ფოფხაძის გადმოყვანაზე პირველ მოადგილედ, ვანო ზარდიაშილის ნაცვლად და მე ეს საკითხი მქონდა შეთანხმებული პარტიის თავჯდომარე [ბიძინა ივანიშვილთან] თვეების წინ და ეს საკითხი ძალიან გაიწელა".
დღეს, 3 იანვარს მმართველი გუნდის წევრები პარტიის დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია.
პარლამენტის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთან კომიტეტიდან ორი მიზეზით გაიწვიეს — პროცედურული დარღვევები და შეუთანხმებელი კანდიდატურა.
მდინარაძის განმარტებით, ფოფხაძე კომიტეტის პირველ მოადგილედ რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს, გარდა ამისა მისი კანდიდატურა ფრაქციასთან შეუთანხმებელი იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას მხარი მმართველი გუნდის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და წინააღმდეგ მხოლოდ სამი პირი იყო.
რაც შეეხება გუნდის გარეთ განსხვავებული აზრის გამოთქმას, მდინარაძის განმარტებით განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო სანქციები არავის დაეკისრება:
"ეს სანქციაც კი არ არის, ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც შეიძლებოდა ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში გედევან ფოფხაძის მოადგილეობა არ იყო შეთანხმებული... მეორეხარისხოვნადაც კი არის, რომ პროცედურული დარღვევებით მოხდა მისი არჩევა, თუმცა ასეთი პრეცენდენტის დაშვება არის ძალიან ცუდი".
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.
ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქროს, რომ მისი არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ეკა ბესელიას თქმით, რეგლამენტს კარგად იცნობს და იმოქმედა წესების შესაბამისად.
ამასთანავე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ვინმე წავა ქართული ოცნების გუნდის წინააღმდეგ, ამას პასუხი აუცილებლად გაეცემა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები