Diveheart ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თერაპიის ახალ გზას სთავაზობს. ორგანიზაციის და მისი ტრენერების დახმარებით, ნებისმიერ შშმ პირს შეუძლია დაივინგში ჩაერთოს და თერაპიის ახალი მეთოდი გამოსცადოს.

ჯიმ ელიოტი, ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ამბობს, რომ მათ პროგრამაში ჩართული ადამიანები, დაივინგის გამოცდილების აღწერისას, ყველაზე ხშირად, სიტყვა "თავისუფლებას" იყენებენ.

"ისინი თავს სწორედ ასე გრძნობენ, თავისუფლად", ამბობს ელიოტი.

როგორც ჯიმი ვიდეოში მოგვითრობს, დაივინგი ნატურალური ტკივილგამაყუჩებელიცაა, რადგან როდესაც ადამიანები გარკვეულ სიღრმეზე ჩადიან, დაახლოებით 30 მეტრზე, სხეული დამატებითი დოზით გამოყოფს სერატონინს, რაც ტრავმებით გამოწვეულ ტკივილს აყუჩებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაივერები კენი მენენდესი და და ხუან სალდარიაგა ამბობენ, რომ წყალში ყოფნისას მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, ისინი აღარ არიან მიჯაჭვულები სავარძელს და ეს საუკეთესო შეგრძნებაა.