უკვე 2019 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე საშუალება გვექნება ვნახოთ როგორ გრძელდება სელესტის, მედელინის, ჯეინის, რენატასა და ბონის ისტორია. დიახ, HBO-ს სერიალი Big Little Lies მეორე სეზონით სწორედ წელს ბრუნდება.

მაყურებელს ერთი სული აქვს ნახოს 2017 წელს, ემისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებული საუკეთესო მინისერიალი ნიკოლ კიდმანის, რიზ უიზერსპუნის, ლორა დერნის, შეილინ ვუდლის, ზოე კრავიცისა და ამიერიდან უკვე მერილ სტრიპის მონაწილეობით.

კიდმანმა ახალი წლის ღამეს CNN-ის პირდაპირ ეთერში ფანებს დიდი საჩუქარი გაუკეთა და შოუს გამოსვლის სავარაუდო თვე დაასახელა. კიდმანის თქმით, დიდი პატარა ტყუილები ეთერში ივნისში დაბრუნდება.

გაიგეთ მეტი:

ყველაფერი, რაც Big Little Lies-ის მეორე სეზონზე ვიცით