2018 წლის მიწურულს ამერიკელებმა ფავორიტი მსახიობები, სერიალები და ფილმები დაასახელეს.

YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ამერიკელების უმრავლესობას 2018 წელს ყველაზე მეტად მარველის ფილმი - შავი პანტერა მოეწონა. მეორე ადგილს ასევე მარველის სურათი - შურისმაძიებლები: დაუსრულებელი ომი იკავებს. რაც შეეხება მომდევნო პოზიციებს, ამერიკელებისთვის საყვარელი ფილმების ხუთეულში მოხვდნენ - ბოჰემიური რაფსოდია, ვარსკვლავის დაბადება და უდიდესი შოუმენი.

რაც შეეხება სერიალებს, ხუთეული ასე გამოიყურება:

  • The Big Bang Theory
  • Game of Thrones
  • Last Man Standing
  • This Is Us
  • The Walking Dead

ამერიკელების საყვარელი ქალი მსახიობების სია ტრადიციულად უცვლელია და ისეთი მსახიობებისგან შედგება, როგორებიც არიან სანდრა ბულოკი, ჯენიფერ ენისტონი და ჯულია რობერტსი.

სრული სია კი ასე გამოიყურება:

  • სანდრა ბულოკი
  • ჯენიფერ ლოურენსი
  • ლედი გაგა
  • ჯენიფერ ენისტონი
  • ჯულია რობერტსი

რაც შეეხება კაც მსახიობებს, წელს ამ სიაში პირველად ვერ მოხვდა ტომ ჰენკსი. სია კი ასე გამოიყურება:

  • დენზელ ვაშინგტონი
  • კლინტ ისტვუდი
  • რაიან რეინოლდსი
  • ბრედლი კუპერი
  • კრის პრატი

2018 წლის მიწურულს გამოკითხვა ჩაატარა Gallup-მაც, რომლის მიხედვითაც ამერიკელების საყვარელი ქალის ტიტული მიშელ ობამამ მიიღო.