პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, გუნდის ყველა წევრმა უნდა დაიცვას მთავარი წესი — გუნდურობა და საკითხები გარეთ არ უნდა გამოვიდეს.

რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პარტიიდან შესაძლო გარიცხვას, ხუნდაძის თქმით, მას ექნება პოზიცია, რომ გუნდურობა თითოეულ წევრს ეხება.

ქართული ოცნების წევრები დღეს, 3 იანვარს პარტიის დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბიძინ ავანიშვილს ხვდებიან. სხდომის დაწყების წინ ხუნდაძემ განაცხადა, რომ პრობლემურ საკითხებსაც განიხილავენ. ეკა ბესელია სხდომას ესწრება. მისივე თქმით, საქართველოში არ არის და 6 იანვარს დაბრუნდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქროს, რომ მისი არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ეკა ბესელიას თქმით, რეგლამენტს კარგად იცნობს და იმოქმედა წესების შესაბამისად.

ამასთანავე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ვინმე წავა ქართული ოცნების გუნდის წინააღმდეგ, ამას პასუხი აუცილებლად გაეცემა.

ამავე თემაზე: