2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავიაკატასტროფებში დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდა. ამის მიუხედავად, 2018 წელის მეცხრე ყველაზე უსაფრთხო წლად რჩება — წერს BBC.

ავიაციური უსაფრთხოების კავშირის (ASN) ცნობით, ავიაკატასტროფას გასულ წელს 556 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2017 წელს კი 44-ის.

გასულ წელს ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ოქტომბერში მოხდა, როცა Lion Air -ის თვითმფრინავი ინდონეზიაში ჩამოვარდა. შემთხვევას 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ASN-ის ცნობით, 2018 წელს მომხდარი ავიაკასტროფებიდან 15 ფატალურად დასრულდა, მათ შორისაა:

  • Lion Air-ის კატასტროფა ინდონეზიაში. ბოინგი 737 მაქსი ზღვაში ჩავარდა. თვითმფრინავი ჯაკარტიდან პანკალპინანგში მიფრინავდა. ლაინერთან კონტაქტი აფრენიდან 13 წუთში დაიკარგა.
  • ადამიანის შეცდომა იყო ავიაკატასტროფა კუბაში, რომელსაც 112 ადამიანი ემსხვერპლა;
  • თებერვალში ირანის ზაგროსის მთებში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 66 ადამიანი ემსხვერპლა;
  • 51 ადამიანი გარდაიცვალა ავიაკატასტროფაში, როცა თვითმფრინავი ნეპალში, კატმანდუს აეროპორტში ეშვებოდა. შემთხვევა 2018 წლის მარტში მოხდა;

BBC წერს, რომ ბოლო 20 წელში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი.