რუსეთში ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 79 ადამიანის ბედი კი ჯერ კიდევ უცნობია. როგორც BBC-ის რუსული ბიურო წერს, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო გაზის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა.

ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი იყო სახლში აფეთქების დროს, გარდა ამისა, დაშავებული ზუსტი რაოდენობა განსაზღვრული არაა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე მოხდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გაზის აფეთქების შემთხვევა დაადასტურა. პოლიციამ ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო.

ფოტო: TASS