მე არ დამილაგებია, ჩემთან დაალაგეს — მეუფე იაკობის განმარტება კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე ისაუბრა. როგორც მეუფემ აღნიშნა, თავიდანვე იცოდა, რომ კანონპროექტს გაიწვევდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვისთან "დაალაგა" ეს საკითხები მეუფე პასუხობს:
"არა ღმერთმა დაალაგა თვითონ. ჩემთან დაალაგეს, მე არ დამილაგებია".
ჟურანლისტის დამაზუსტებელ კითხვას, თუ ვის გულისხმობს, მეუფე პასუხობს: "ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა".
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ერთ კაცზეა საუბარი, თუ რამდენიმეზე.
"მე მითხრეს, რომ მაგი მასე იქნებოდა იმიტომ, რომ მე ვუთხარი მაგის მომთმენი არ ვიყავი", — დაამატა მეუფემ.
მსგავსი შინაარსის სიტყვები მეუფემ ჯერ კიდევ კანონპროექტზე მუშაობის დროს თქვა. მაშინ მან აღნიშნა, რომ ეკლესია არ დასუსტებულა და ყველა ნახავდა მათ ძალას.
საპატრიარქოს გავლენა მარიხუანის კულტივაციის საკითხზე აქამდეც არაერთხელ განიხილეს. თუმცა, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რამდენად უკმაყოფილო იყო მოსახლეობა ამ კანონპროექტით.
ეკლესია კანაფის წარმოებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა და კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.
საპროტესტო პარაკლისებისა და პატრიარქის ქადაგების შემდეგ, ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვაში საპატრიარქოც ჩართო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ საპატრიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევდა.
კანაფის წარმოების შესახებ ეკლესიის აზრის გათვალისწინების შესახებ ქართული ოცნების არაერთმა წევრმა ისაუბრა. მათ შორის, ირაკლი კობახიძემ, ეკა ბესელიამ, სოფიო კილაძემ და პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმაც.
ეკლესიის რეაქციის შემდეგ პარლამენტმა კანაფის კონტროლის კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაავადა. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ კი მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია. მაშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსესუსი მიღება შეუძლებელი იყო და ეს გახდა გაწვევის მიზეზი.
"ამ კანონპროექტს იურიდიული პოზიციიდან გამოსაწვევი არაფერი სჭირდა, მაგრამ პოლიტიკური და საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ჩვენი საპატრიარქოსა და მოსახლეობის პოზიციიდან გამომდინარე მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჩარჩოში მოექცეს.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები