ბოდბელი მეუფე იაკობი, პატრიარქის დაცვის მოტივით, მეუფე პეტრეს შემდეგ კიდევ ერთ ადამიანს ემუქრება, ამჯერად ფიზიკური ძალადობით. ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში მეუფე აცხადებს, რომ პატრიარქისგან სჭირდება ნება, რომ "მაგრად ცემოს" და "მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩააგდოს" ერთ-ერთი ბიზნესმენი.

მეუფე აღნიშნული პირის სახელსა და გვარს არ ასახელებს, თუმცა მას ციანიდის საქმესთან აკავშირებს. მისი თქმით, აღნიშნული პირი პატრიარქთან მივიდა და შესთავაზა "დაესვენა".

"თქვენ ნუ იქნებითო, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ფულიც გადახდილი აქვს. არავის არ ვაპატიებ მაგას. მაშინ, რომ ვიყავი [გიორგი] კვირიკაშვილთან და იმათთან ხო, მაგი ვუთხარი, რა, ზუსტად მაგი ვუთხარი, არ ვაპატიებ არავის მეთქი ", — განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამავე ინტერვიუში იაკობი მეუფე პეტრესაც დაემუქრა და განაცხადა, რომ "გასაკეთბელს გაუკეთებს". მეუფემ აღნიშნა ისიც, რომ პატრიარქის ღირსების შელახვას არავის შეარჩენს.