პირველ იანვრიდან მეტროს მემანქანეებს ხელფასები 30%-ით, ხოლო მეტროს დანარჩენ თანამშრომლებს 15%-ით გაეზრდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ სოლიდარობის ქსელი ავრცელებს.

"მიუხედავად დიდი ზეწოლის, ხანგრძლივი, გამჭვირვალე, სამართლიანი და ღირსეული ბრძოლის შემდეგად, ჩვენმა მეგობარმა და დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, “ერთობა 2013” (Ertoba2013), მოახერხა საქართველოს უახლეს ისტორიაში ხელფასების ყველაზე დიდი ზრდა მიიეღო", — აცხადებენ მემანქანეები და პროტესტის შედეგად მიღწეულ გამარჯვებას ისტორიულ უწოდებენ.

ერთობა 2013-ის განცხადებით, ესაა დემოკრატიული პროფკავშირული სტუქტურისა და ყოველგვარ საიდუმლო გარიგებებზე უარის თქმის დამსახურება. მათი თქმით, კოლექტიური ბრძოლა გრძელდება.

მემანქანეების პროტესტი

მეტროს მემანქანეები ხელფასის მატებას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა სატრანსპორტო კომპანია აცხადებდა, რომ ამისთვის საკმარისი ბიუჯეტი არ აქვთ. მერიაში კი ამბობდნენ, რომ ხელფასის მატებაზე მათ არასწორი მოთხოვნები ქონდათ.

მემანქანეებს საათობრივი ანაზღაურება აქვთ, ისინი საათში 6 ლარსა და 92 თეთრს იღებდნენ. მათი თქმით, თვეში 150-დან 170-საათამდე მუშაობენ და საშუალო ხელფასი 1138-1180 ლარი გამოსდიოდათ.

მემანქანეებმა პროტესტის ნიშნად გაფიცვა გადაწყვიტეს. კომპანიამ მათ სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ გაფიცვა ერთი თვით გადაავადა, მოგვიანებით კი სასამართლოს გადაწყვეტილებით მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება შეეზღუდათ.

მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს გაფიცვა არასამუშაო დროს დაეწყოთ. შინაგანაწესი მემანქანეს ავალდებულებს სმენაში გასვლამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ეძინოთ, გაფიცვისთვის მათ სწორედ ეს დრო გამოიყენეს. ვინაიდან გამოუძინებლები იყვნენ მეორე დღეს მათ მეტროს მართვის უფლება არ ჰქონდათ, რის გამოც 3 ივნისს მეტრო გაჩერდა.

მემანქანეები თბილისი მერს შეხვდნენ. მერია მათ გაფიცვის შეწყვეტას თხვოდა და პირდებოდა, რომ იანვარში ხელფასების გაზრდაზე იმსჯელებდნენ. მემანქანეები ამ პირობას არ თანხმდებოდნენ.

6 ივნისს, დილის 3 საათზე ქალაქის მერი დეპოზე მემანქანეების გაფიცვის ადგილას მივიდა. შეხვედრ რამდენიმე საათი გაგრძელდა და მემანქანეები ახალ პირობებს დათანხმდნენ. მერია მათ დაჰპირდა, რომ ხელფასები ეტაპობრივად გაეზრდებოდათ, თუმცა კონკრეტული თარიღები არ უცნობებია. 6 ივნისს დღის 2 საათზე მეტრო ამუშავდა.

5 ივლისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები დაუწესდათ. მეტროს თანამშრომლებს ღამის საათებში მუშაობის დანამატის 10%-ით გაეზარდათ.