2018 წლის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი უდაოდ არის იარგოს ლანთიმოსის ფავორიტი. სურათში მთავარ როლებს ოლივია კოლმანი, ემა სტოუნი და რეიჩელ ვაისი ასრულებენ.

ფავორიტი 2019 წლის ოსკარის მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა და მინიმუმ ხუთ კატეგორიაში ნომინაციის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.

ფილმში არის ერთი ეროტიკული სცენა, რომელშიც ოლივია კოლმანის (დედოფალი ანა) და ემა სტოუნი (ებიგაილი) მონაწილეობენ.

გრეჰემ ნორტონის შოუში კოლმანმა ამ სცენის გადაღების პროცესი გაიხსენა:

"ემას ფინგერინგი უნდა გაეკეთებინა ჩემთვის და ძალიან ღელავდა. ვუთხარი, რომ არ ენერვიულა რადგან ვიცოდი რა უნდა გაგვეკეთებინა. გრიმიორს ვიკითხე ღრუბელი თუ ჰქონდათ. მათაც მომცეს და მე ის ფეხების შუაში მოვათავსე. ძალიან დიდი, სველი ღრუბელი იყო", - ყვება ოლივია.