ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან ტურისტული ავტობუსი აფეთქდა, რის შედეგადაც ორი ვიეტნამელი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ათი ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ორი ეგვიპტელი — მძღოლი და გიდი.

როგორც ეგვიპტის შინაგან სამინისრტო აცხადებს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი ქუჩის კედელში იყო დამალული. მათივე თქმით, ბომბი ხელნაკეთი იყო. ჯერჯერობით აფეთქება პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ფოტო: Mohamed El-Shahed / AFP / Getty Images