საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. ტიტულის მფლობელი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. მას ჯილდო ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა. ნომინაციაზე წარდგენილი იყვნენ ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და საბა კვირკველია.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

7 სექტქტემბერს გიორგი ჩაკვეტაძემ ერთთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა. უეფას შეფასებით ჩაკვეტაძემ მოედნის კუთხიდან ბრწყინვალედ დაარტყა. ორგანიზაციას არ გამოპარვია ჩაკვეტაძის თამაში ყაზახეთთან მატჩის დროსაც.

"დაიმახსოვრეთ ეს სახელი, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა" — ასე შეაფასა მაშინ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი UEFA-მ.