ბენედიქტ კამბერბეჩის შესაყვარებლად კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს. როგორც აღმოჩნდა, შეუდარებელ მსახიობთან ერთად, შერლოკის ვარსკვლავი დიდებული ადამიანიც არის.

როგორც მსახიობი ამბობს, ნებისმიერ პროექტზე მაშინვე ამბობს უარს, თუ გაირკვა, რომ მის კოლეგა ქალ მსახიობს მასზე ნაკლებ თანხას უხდიან.

"ჩემთვის აუცილებელია ვიცოდე, რომ მე და კოლეგა ქალს ზუსტად ერთნაირ ჰონორარს გვაძლევენ. თანასწორობა ჩემთვის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს დროში ჯერ კიდევ არსებობს სქესის მიხედვით გადანაწილებული ხელფასები. ამიტომ, როდესაც პროექტს მთავაზობენ, პირველი ყოველთვის იმას ვარკვევ, გვიხდიან თუ არა მე და ქალ მსახიობს ერთნაირად, სხვა შემთხვევაში უარს ვამბობ", - ამბობს ბენედიქტი.

გარდა ამისა, მსახიობმა აღნიშნა, რომ მისი საპროდიუსერო კომპანია აპირებს აქცენტი იმ პროექტებზე გააკეთოს, რომლებშიც წამყვანი პერსონაჟები ქალები იქნებიან.

არათანაბარი ანაზღაურება ქალისა და კაცის მიერ ერთნაირი სამუშაოს შესრულებისთვის განსხვავებულ ჰონორარს/ხელფასს გულისხმობს. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და არც ჰოლივუდია გამონაკლისი. და რადგან პრობლემა ტაბუდადებულ თემად აღარ ითვლება, მსახიობები ამ თემაზე საუბარსაც არ ერიდებიან.

გაიგეთ მეტი: