პოლიტიკური პარტიები რომ სახაალწლო სუფრის კერძები იყვნენ:

ნაციონალური მოძრაობა არის წინა წლიდან შემორჩენილი საცივი, რომელიც ამჟავდა, აღარ შევჭამთ არასოდეს, მაგრამ თავის დროზე იმხელა ქვაბში გავაკეთეთ და იმხელა ინდაური ჩავდეთ შიგ, რომ გადაყრაც გვენანება.

ფოტო: Shutterstock

ქართული ოცნება არის ხალადეცი - უმეტესობა ამბობს, რომ არ ევასება, მაგრამ სუფრაზე მაინც დევს. აი ვისაც ევასება ისე მაგრად ევასება, რომ ლამის თავი შეაკლას.

ფოტო: Shutterstock

ევროპული საქართველო არის ოლივიე - ძაან ჯიგარი, ყოველთვის რომ შეგიძლია შეჭამო, დილით, შუადღეს, ღამის 3-ზე, სულ ხოდშია და სუფრაზე უეჭველი უნდა იდოს. მაგრამ მთავარ კერძად გახდომის შანსი 0.

ფოტო: Shutterstoc

ლეიბორისტული პარტია არის კარალიოკის ჩირი - პიკი არის, ჩიჩილაკზე თუ დაკიდეს.

ფოტო: Matt Taylor-Gross

რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები არის შუბა. ისეა გადაზელილი ერთმანეთში, რას ჭამ ვერ იგებ, მაგრამ მაინც ვარგა.

ფოტო: Shutterstock

გირჩი არის ხინკალი - ძაან ასწორებს, მაგარი გემრიელია, ყველას ევასება, ყველა ჭამს, მაგრამ აბა ეხლა საახალწლო სუფრაზე ხინკალს რა უნდა. ოღონდ რატომ არ უნდა, არავინ იცის.

ფოტო: Shutterstock