გაიცანით გასტონი

ცოტა რამ მის შესახებ:

  • აქვს დიდი კუნთები
  • არის დიდებული მეომარი
  • სურს ბავშვები
  • არის ძალიან პოპულარული
  • ჰყავს ბევრი მეგობარი
  • მღერის არაჩვეულებრივად

ეს კი ურჩხულია

ცოტა რამ მის შესახებ:

  • არის უჟმური

  • სცადა ბელის მამის სამუდამოდ დატყვევება

  • მხოლოდ იმიტომ უყვირა ბელს, რომ ის ყვავილს უყურებდა

  • არ ჰყავს მეგობრები (მხოლოდ იმ ხალხთან მეგობრობს, ვისაც ფულს უხდის)

  • წარმოდგენა არ აქვს, როგორ გამოიყენოს კოვზი

  • არ არის სტუმართმოყვარე

  • არის უხეში

ისტორიული კონტექსტი

Beauty And The Beast-ში მოქმედება მე-18 საუკუნის შუახანებში ხდება. 2017 წელს გამოსულ ფილმში ნახსენებია, რომ გასტონი ომიდან დაბრუნდა, იმ პერიოდში კი საფრანგეთში 7-წლიანი ომი (1756–1763) მიმდინარეობდა.

ახლა კი მთავარი კითხვა, გახსოვთ, რა მოხდა საფრანგეთში მე-18 საუკუნის ბოლოს?

რევოლუცია!

მოდით, დეტალურად მივყვეთ ამბავს

  • 1763 წელი: გასტონი შვიდწლიანი ომიდან დაბრუნდა
  • 1764წელი: ბელი და პრინცი დაქორწინდნენ, რითაც სამეფო ოჯახი გახდნენ
  • 1788 წელი: საფრანგეთის სამეფო ოჯახი გაკოტრებულად ცნეს
  • 1789 წლის აპრილი: დაიწყო მასშტაბური ამბოხი. 25 მუშა მოკვდა.
  • 1789 წლის ივნისი: მიიღეს საფრანგეთის ახალი კონსტიტუცია
  • 1789 წლის 14 ივლისი: ბასტილიის აღება. ეს აქტი გახდა მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის კატალოზატორი
  • 1789 წლის 5 ოქტომბერი: ექვსი ათასი პარიზელი ქალი ვერსალისაკენ დაიძრა. ისინი მეფისგან პურს ითხოვდნენ. სამეფო გვარდიამ ვერ შეძლო მათი შეჩერება
  • 1791 წელი: ბელი და პრინცი გაქცევას ცდილობენ, თუმცა აჯანყებულები მათ იჭერენ
  • 1793 წელი: ბელს გილიოტინით თავს კვეთენ

რას აკეთებს ამ დროს გასტონი?

ფოტო: Disney

1794 წლისთვის გასტონი Muscadin-ში იყო გაწევრიანებული. ამ მოძრაობის წევრები ქუჩის მებრძოლები იყვნენ თერმიდორული გადატრიალების დროს. რევოლუციის შემდეგ ის საშუალო კლასის ამაყი წევრი იქნებოდა, კარგად ჩაცმული და თავდაჭერილი.

როგორც ხედავთ, თუ ისტორიულ ფაქტებს გავითვალისწინებთ, ბელი და პრინცი სულაც არ ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად

თუმცა, აშკარად სჯობს, ანიმაციას ისევ ისე ვუყუროთ, როგორც აქამდე