მურუსიძე: ვარ ამ სასამართლოს ლიდერი და მოსამართლეებს რეალური დამოუკიდებლობისთვის ვაერთიანებ
"მე ვარ, ლევან მურუსიძე, ამ სასამართლოს ლიდერი, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებს რეალურად იმ თემებზე საბრძოლველად, რასაც ჰქვია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა", — ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე მისი მოსამართლედ უვადოდ გამწესების საკითხს განიხილავენ.
სხდომის დაწყების წინ მურუსიძემ განაცხადა, რომ მასზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც სასამართლოს ლიდერად ჩამოყალიბდა. საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მურუსიძე სასამართლო სისტემაში ე.წ. ჩინჩალაძის კლანზე ჰკითხა. მურუსიძის თქმით, სასამართლო სისტემაში "არანაირი კლანი არ არსებობს":
"დიდი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ სასამართლოში მე ვარ ლიდერი, რომელსაც მოსამართლეებთან აქვს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში და ეს ურთიერთობა აგებულია მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე... სასამართლო სისტემაში არ არსებობს არანაირი კლანი და სასამართლო სისტემა მიდის დამოუკიდებლობისაკენ. დიდი ნაბიჯია გადადგმული დამოუკიდებლობისაკენ".
ლევან მურუსიძე არაერთ გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მან განიხილა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე. მისი გადაწყვეტილებით გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. მოქმედი ხელისუფლების დროს კი მურუსიძემ განიხილა აიისას საქმე.
დღეს, 27 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვლის წინ მურუსიძემ განაცხადა, რომ სურს გირგვლიანის საქმეზე ყველა კითხვას უპასუხოს როგორც უმაღლეს საბჭოსთან, ასევე ნებისმიერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები გირგვლიანის საქმეზე მას აწმენდნენ ხელს.
მურუსიძემ აღნიშნა ისიც, რომ მზად არის სისხლის სამართლის პროცესის მცოდნე ნებისმიერ ადამიანთან განიხილოს გირგვლიანის საქმე. მისი მტკიცებით, იმ პირობებში, რაშიც თვითონ მოუწია მუშაობა სხვა დასკვნას ვერავინ გამოიტანდა.
მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს. მის სახელს უკავშირდება ხმაურიანი განცხადებებიც. 2017 წელს, იუსტიციის საბჭოს მდივნის პოზიციაზე ყოფნის დროს ის აცხადებდა, რომ სასამართლოს პრესტიჟის გადასარჩენად საჭიროა მედიის ცენზურა. სწორედ ამ მოტივით ახსნა მან საბჭოს მიერ 25-გვერდიანი განცხადების გავრცელება. განცხადებაში საბჭო ღიად საუბრობდა იმ ჟურნალისტებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მოსამართლეებს აკრიტიკებენ, მათი აზრით, შეურაცხმყოფელი ტერმინებით.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები