რომელ მსახიობს შემოაქვს ყველაზე მეტი ფული ჰოლივუდში? Forbes-მა ამ კითხვას პასუხი წლის მიწურულს გასცა იმ მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც კინოსტუდიებისთვის ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები თანხა შემოაქვთ.

აღმოჩნდა, რომ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან მეთიუ მაკკონაჰი, კრისტიან ბეილი და მეტ დეიმონი, კინოსტუდიებისთვის არც თუ ისე ბევრი ფული შემოაქვთ.

ყველაზე ეფექტურ და მომგებიან მსახიობად კი ჯერემი რანერი, მარკ რუფალო და ემი ადამსი ითვლებიან.

ფორბსში მომგებიანი მსახიობების სია იმის მიხედვით შეადგინეს, თუ რა მოგება ნახეს მათთვის ჰონორარის სახით გადახდილ თითოეულ დოლარზე.

ფინანსურად ყველაზე მომგებიანი მსახიობების სია ასე გამოიყურება:

ჯერემი რენერი - $82,7

მარკ რუფალო - $80,2

ემი ადამსი - $69,9

გალ გადოტი - $60

კრის ევანსი - $56,1

კრის ჰემსვორტი - $36,2

სკარლეტ იოჰანსონი - $34,4

რობერტ დაუნი ჯუნიორი - $24,4

ჯულია რობერტსი - $24

რაიან რეინოლდსი - $22,8

რაც შეეხება ყველაზე წამგებიან მსახიობებს, მათი ათეული ასე გამოიყურება:

მეთიუ მაკკონაჰი - $1,1

კრისტიან ბეილი - $1,5

მეთ დეიმონი - $3,7

მელისა მაკარტი - $4,9

რიზ უიზერსპუნი - $5,2

ჯენიფერ ლოურენსი - $6

შარლიზ ტერონი - $7,9

ტომ კრუზი - $10,4

ტომ ჰენკსი - $12,1

ბენ აფლეკი - $12,2