მართლწერის უნებლიე შეცდომების შედეგად, შესაძლოა სახალისო სიტყვები გამოვიგონოთ. ან შემთხვევით ისეთი რამ დავწეროთ, რასაც არ ვგულისხმობდით. უნდა ითქვას, რომ ეს შეცდომები ყოველთვის უწყინარი არაა.

მაგალითად, მოკლემეტრაჟიანი ანიმაცის გმირმა პატარა გოგომ, რომელსაც შობის წინ სანტა-კლაუსისთვის საკუთარი სურვილის მიწერა სურდა, ადრესატის სახელში Santa-ს ნაცვლად Satan დაწერა.

შეიძლება ითქვას, რომ უნებლიე შეცდომამ ჯოჯოხეთში გადატრიალება მოახდინა, რადგან პატარა გოგონას წერილმა სატანა თითქმის იდენტობის კრიზისის წინაშე დააყენა.

იმის მიუხედავად, რომ Anomaly London-ის მიერ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ბავშვებისთვის განკუთვნილ საშობაო ზღაპრებში ვერ მოხვდება, მასში მცირე დოზით არსებული სადღესასწაულო აურას ვერ უარვყოფთ.

იმის გაგებაში, თუ როგორ დასრულდა უცნაური ზღაპარი, 6-წუთიანი ანიმაციის ბოლომდე ყურება დაგეხმარებათ.