საქართველოს პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენების გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

უწყებამ, გამოძიება 24 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, ენმ-ის განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს მუხლები საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებასა და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.