2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. საუკეთესო ქალი სპორტსმენი კი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა.

დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, 27 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართა. ნომინაციები სპორტის სამინისტრომ გამოავლინა. ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერი მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, 2018 წელი ყველაზე წარმატებული იყო ქართული სპორტის ისტორიაში.