ბავშვობაში ყველა შეგრძნება ბევრად უფრო მძაფრი და ცხადია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. ალბათ, სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში ბავშვობა კონკრეტული მომენტების, ადგილების, სუნების, გემოებისა და ემოციების უნიკალური კომბინაციაა.

ეს 10 მომენტი ცოტა ხნით დაგავიწყებთ, რომ უკვე დიდი ხართ:

1. როცა სკოლაში თაბაშირში ჩასმული ხელით ბრუნდებოდი და კლასელები ზედ ათას სისულელეს გაწერდნენ

და ყველა ისე გექცეოდა, თითქოს გმირი იყავი.

2. როცა მეგობრობის დღიურის შევსებას გთხოვდნენ და ამ საპატიო მისიას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდი

ფოტო: Pixa Bay

ყველამ ვიცით, რომ მთავარი კითხვა "ვინ მოგწონს კლასში" იყო და სხვა ყველა კითხვა შესანიღბად იყო ჩამატებული.

3. როცა მოსაცვლელ კბილს მოსვენებას არ აძლევდი, სანამ ძალიან, ძალიან არ მოგერყეოდა

და მოცვლილ კბილს ასანთის კოლოფში დებდი.

4. ციხესიმაგრეები, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდი

5. როცა სკოლიდან სახლში დაბრუნებისას შემწვარი კარტოფილის სუნი გცემდა და იმედი გქონდა, რომ შენი სახლიდან გამოდიოდა

ფოტო: ანინა ტეფნაძე / Facebook

6. გემო, რომელსაც ჩაისა და კარაქიანი პურის კომბინაცია ქმნიდა

ფოტო: Oksana Mizina

ბოლოს როდის მოისმინეთ სიტყვა "ბუტერბროტი"?

7. მაგიდების გადაადგილება ჯგუფური სამუშაოსთვის

ფოტო: Stockfour

და ის ერთი ბავშვი, რომელიც ჯგუფურ პროექტს საკუთარი ნახატებით აფუჭებდა

8. საკუთარი უსაფრთხოების გარისკვა და მეგობრისთვის "შპარგალკის" გადაწოდება

ფოტო: Shutterstock

მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ეს იყო ადრენალინი.

9. როცა სიცხის გამო სახლში მარტო რჩებოდი და მთელი დღე ტელევიზორს უყურებდი

ფოტო: LightField Studios

10. და ბოლოს, როცა მიქსერის ნაწილები და ჯამი კრემის გადანაწილების შემდეგ შენი ხდებოდა

ფოტო: Shutterstock

ეს ტრადიცია არ უნდა დავკარგოთ.