რუსეთი აღმოსავლეთ სანაპიროს მილიტარიზაციისთვის ემზადება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს სხდომაზე განაცხადა.

The Washington Times-ის ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ აქვთ სანაპირო თავდაცვის დივიზიის ფორმირების გეგმა.

მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება 2015 წლის ივლისშია მიღებული და იმ გეგმის ნაწილია, რომელიც სანაპირო დაცვის ერთიანი სისტემის შექმნას გულისხმობს ჩრდილოეთით არქტიკიდან სამხრეთით, პრიმორსკის ტერიტორიამდე. ეს სისტემა უზრუნველყოფს დახურულ საზღვაო ზონას კურილიის კუნძულებიდან ბერინგის სრუტემდე და გაზრდის სტრატეგიული საზღვაო ბირთვული ძალების ბრძოლისურნარიანობას. ამჟამად კურილიის კუნძულები იაპონიასთან სადავო თემაა, თუმცა რუსეთის გეგმით, 2018 წლისთვის, ახალი ბაზა ამერიკის საზღვართან მაქსიმალურად ახლოს, 85 კილომეტრში უნდა განთავსდეს.

ახალი ბაზა უზრუნველყოფს ნაკლებდასახლებული აღმოსავლეთ სანაპირო ზოლის დაცვას.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კრემლს ჰქონდა გეგმები არქტიკაზე გაეძლიერებინა საკუთარი ბაზები, რაც საშუალებას მისცემდა სამომავლოდ ადგილობრივ ბუნებრივ რესურსებზე ჰქონოდა წვდომა.