თბილისის შემდეგ გაზის ტარიფი რეგიონებშიც შემცირდა. სოკარ გაზისა და საქორგგაზის აბონენტები შეცვლილი ტარიფით გადასახადს 2019 წლის პირველი იანვირდან გადაიხდიან. ცვლილება ამ შემთხვევაშიც მინიმალურია.

სოკარ გაზის ტარიფი 0,011 თეთრით 56,94-დან 56,929-მდე შემცირდა, საქორგგაზის შემთხვევაში კი 0,012 თეთრით 57,011-დან 56,999-მდე.

მაგალითად, თუ თქვენ სოკარ გაზის აბონენტი იყავით და ყოველთვიურად 100 ლარს იხდიდით, ახლა 99 ლარისა და 98 თეთრის გადახდა მოგიწევთ. ცვლილება საქორგგაზის შემთხვევაშიც იდენტურია.

სემეკის გადაწყვეტილებით გაზის სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა თბილისში, ყაზტრანსგაზ-თბილისის აბონენტებისთვისაც. ცვლილება ამ შემთხვევაშიც მინიმალურია (0,014 თეთრი) მოქმედი ტარიფი 46,154 თეთრია, ახალი წლიდან კი 46,139 თეთრი გახდება.