ახალი წლის დადგომას ბავშვები დიდებზე მეტად ელიან, რადგან სჯერათ, რომ შეიძლება სასწაული მოხდეს და მათი ოცნება ახდეს.

ისინი თოვლის ბაბუას წერილებს უწერენ და 31 დეკემბრის ღამეს დაძინებაზე უარს ამბობენ, რადგან სანუკვარი საჩუქრის მიღების გარდა, ყველაზე კეთილ კაცთან შეხვედრა სურთ. მთავარია წერილები უცნობ მოხუცს მშობლებისგან უჩუმრად არ გაუგზავნონ და თოვლის ბაბუას რეპუტაცია ეჭვის ქვეშ არ დადგეს.

გთავაზობთ ფეისბუქზე მოძიებულ იმ ათ წერილს, რომლებშიც ბავშვებმა მთელი გული ჩადეს და მათ ვერც სანტა-კლაუსი და ვერც თოვლის ბაბუა გულგრილად ვერ დატოვებდა.

1. დემეტრე, 7 წლის

იმედია თოვლის ბაბუა წელს მაინც იშოვის ლეკვს. მთავარია, რომ დემეტრემ აპატია.

2. ლევანი, 7 წლის

ლევანი ძალიან დაკვირვებული ბავშვია. მას მხოლოდ ნამდვილი სანტების სჯერა და არა მათი, ვისაც მიწებებული წვერი აქვთ და "რეზინა" უჩანთ. ის არამარტო სანტას საჩუქარს, მისგან პერსონალურ ვიზიტსაც იმსახურებს.

3. ნიკა, დაწყებითი კლასის მოსწავლე

ნიკამ ძალიან თვალნათლივ დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება მატყუარა უფროსების მიმართ. იმედი გვაქვს, რომ მისი სურვილი თოვლის ბაბუმდე მივა.

4. სანდროს წერილი

ეს წერილი ფეისბუქზე ისე გავირუსდა, რომ სავარაუდოდ, სანდროს ოცნებას თოვლის ბაბუამდე გარშემომყოფები აახდენდნენ, თუმცა ის მაინც იმსახურებს თოვლის ბაბუასგან ამ ამბის გადამოწმებასა და საახალწლო ვიზიტს.

5. ანამარიას წერილი

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატარა ანამარიას სანტას ნაცვლად მისის კლაუსი უნდა ეწვიოს, რადგან ის დარწმუნებულია, რომ კეთილ საქმეებს მხოლოდ სანტა კი არა, ფერიებიც აგვარებენ. ამას გარდა, ის საჩუქრებს სხვებისთვის ითხოვს, თვითონ კი უნდა, რომ ცნობილი მხატვარი გამოვიდეს. წერილის გაფორმებიდან აშკარაა, რომ ის ოცნებას სანტას დახმარების გარეშეც აიხდენს.

6. კესოს წერილი

კესო ის გოგო არაა, რომელიც მხოლოდ საჩუქრებს ითხოვს. მან თოვლის ბაბუას თავისი ნახატი აჩუქა და "ახალი შელიც" მიულოცა!

7. ნინის წერილი

გვინდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან მოწესრიგებული და ჩამოყალიბებული ოფის-მენეჯერი ეზრდება! თუმცა იმ თვისებების გათვალისწინებით, რაც ამ წერილიდან იკვეთება, ნინი მხოლოდ ამ პოზიციას აშკარად არ დასჯერდება.

8. თეკლა, 8 წლის

თეკლას მოკრძალებული სურვილები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მან თავადაც იცის, რომ ყველაფერს მიაღწევს, რაც სურს. თუმცა, რადგან ჯერ მხოლოდ 8 წლისაა, სხვა ბავშვების გასახარებლად თოვლის ბაბუას დახმარება სჭირდება.

9. ბარბარეს წერილი

ბარბარეს თოჯინა უნდა, ოღონდ მფრინავი! სავარაუდოდ, ის მომავალში პილოტობას გადაწყვეტს, ასე რომ თოვლის ბაბუას სამომავლოდ ფრენებში მოკავშირე თუ დასჭირდა, ბარბარე უყურადრებოდ არ უნდა დატოვოს.

10. გიორგი, 7 წლის

გიორგის წერილი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელია, რადგან მასში მისი გულისხმიერება და სხვა ადამიანებზე ზრუნვა ჩანს. თოვლის ბაბუას ამ წერილის უყურადღებოდ დატოვება ალბათ ძალიან გაუჭირდება.