თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ირაკლი ჩექოვანი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. როგორც On.ge-ს ჩიქოვანმა განუცხადა ის მამუკა ბახტაძეს სტრატეგიული მიმართულებით მისცემს რჩევებს.

ირაკლი ჩიქოვანი 2001-დან 2004 წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იურისკონსულტის, განყოფილების უფროსის, მინისტრის თანაშემწის და დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს იკავებდა.

2004-დან 2005 წლამდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს იკავებდა.

2005-დან 2009 წლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის დირექტორი და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო.

2009 წელს კი პოლიტიკური პარტია თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრი, და გენერალური მდივანი გახდა.

2012 წლიდან ის საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა კოალიცია ქართული ოცნების პარტიული სიით.