სალომე ზურაბიშვილის შემწირველმა ჯამში 20 მილიონის ტენდერები მოიგო
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არჩევის შემდეგ 120 ათასი ლარი შეწირეს შპს ცეკურის მფლობელმა და დირექტორმა. ამ კომპანიამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორ ტენდერში გაიმარჯვა და სახელმწიფოსთან ჯამში 19 769 099 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო.
კომპანია 2018 წელს 21 სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ ორჯერ, თანხის შეწირვამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა. ორივე შემთხვევაში მასზე დაბალი ფასი კონკურენტს ჰქონდა შეთავაზებული.
მაგალითად, 15 851 523 ლარის ღირებულების ტენდერში კომპანია ცეკური გამარჯვებულად 3 დეკემბერს გამოცხადდა, 14 დეკემბერს კომპანიის მფლობელებმა ზურაბიშვილს თანხა გადაურიცხეს, 21 დეკემბერს კი ხელშეკრულება გაფორმდა.
ცეკურისთან ერთად ამავე ტენდერში მონაწილეობდა ყაზახდორსტროი. იმის მიუხედავად, რომ ეს კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტს კონკურენტზე თითქმის 232 ათასი ლარით ნაკლებ ფასს სთავაზობდა, გამარჯვებული მაინც ვერ გახდა. სატენდერო კომისიის განმარტებით, "განფასებული პოზიციების უმრავლესობაში გაანგარიშებული ნამრავლები არ იყო სწორი". აღნიშნული მიზეზი დისკვალიფიკაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
კომპანიის 62,5-პროცენტიანი წილის მფლობელი სერგო ხაბულიანი ტენდერის მოგებას თანხის შეწირვას არ უკავშირებს. ის On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი "მშვიდობის" სურვილით შეწირა. ამდენივე თანხა გადარიცხა მისმა შვილმა და კომპანიის დირექტორმა ბექა ხაბულიანმაც.
კითხვაზე, რატომ გადაურიცხა ზურაბიშვილს თანხა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სერგო ხაბულიანი ასე პასუხობს:
"როცა მქონდა, მაშინ გადავურიცხე... როგორ არ იყო [საჭირო გადარიცხვა], მე ჩავთვალე [საჭიროდ], რომ ასე გადამერიცხა".
ცეკური რამდენჯერმე იყო სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული, თუმცა ბოლოს 2017 წლის სექტემბერში მოიგო. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ამ დრომდე ბექა და სერგო ხაბულიანებს თანხა პოლიტიკური სუბიექტებისთვის არ აქვთ შეწირული.
ცეკური ერთადერთი კომპანია არაა, რომლის მიერ ტენდერების მოგებაც მფლობელის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის შეწირვას დროში ემთხვევა. ასეთია კომპანია ილი ჯგუფიც, რომლის მფლობელებმაც 14 დეკემბერს ზურაბიშვილის თანხა შეწირეს, 11-13 დეკემბერს კი ჯამში 7 მილიონის ღირებულების სამი ტენდერი მოიგეს.
ამ კომპანიის მფლობელები და დირექტორები იმ 15 კაცს შორის არიან, ვინც სალომე ზურაბიშვილს 60-60 ათასი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მაინც შეწირეს. ზურაბიშვილმა პრეზიდენად არჩევის შემდეგ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულობა მიიღო.
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
კომენტარები