დღეს, სადგურ სამტრედია I-ში 56 წლი პირი შენობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ავრცელებს განცხადებას, სადაც ასევე ნათქვამია, რომ მათი შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან. მათივე ცნობით, დასაქმებული სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან გადმოვარდა.

პროფკავშირების ინფორმაციით, შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა საქართველოს რკინიგზა და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი გამოავლინეს.

ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

"გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს", — ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზაში On.ge-ს უთხრეს, რომ გარდაცვლილი სადგურის თანამშრომელი იყო და მათი ინფორმაციით, ის აივნიდან გადმოვარდა.

On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება ინფორმაციას.